„აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატი პროდუქტიული ვერ იქნება“

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა კაციტაძემ საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდის დაწყებაზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ესაა ფორმატი, რომელიც უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს და არანაირი პოლიტიკური შედეგი მას საქართველოსთვის არ მოუტანია.
„ ეს ფორმატი არაა პროდუქტიული, უფრო ფორმალურია, ან პარალელური ჟენევის ფორმატთან ერთად. ესაა უბრალოდ შეხვედრა შეხვედრისთვის. ვინმემ მითხრას, ამ ფორმატის ფარგლებში რა პროგრესთან გვაქვს საქმე. არანაირი პოლიტიკური შედეგი არ დამდგარა. მიმაჩნია, რომ რუსეთთან ქართული სახელმწიფოს მხრიდან უკიდურესად დაძაბული სიტუაციის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის და ოკუპაციის ფონზე, ამ ტიპის ფორმატი პროდუქტიული ვერ იქნება “,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, რომ აბაშიძე – კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდი 16 ოქტომბერს იწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები