უჩა ნანუაშვილი ეკლესიის გაქურდვის ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისში, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ტაძრის გაქურდვისა და ტაძარში არსებული რელიგიური სიწმინდეების დაზიანების ფაქტს. ამასთან, სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ეფექტიანად აწარმოონ გამოძიება, ინციდენტში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით.
“გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანგრეულია ეკლესიის ერთ-ერთი კედელი, გაქურდულია ეკლესია, კერძოდ, გატეხილია შესაწირი ყუთები. ეკლესიის წინამძღვრის ინფორმაციით, მოპარულია ოქროს ჯვარი და ყელსაბამი, რომელიც ხატს ეკეთა. ამასთან, კედლებიდან ჩამოგლეჯილია ხატები, იატაკზე მიმობნეულია სხვადასხვა სახის სიწმინდეები, მათ შორის – ჯვრები, ბარძიმი და სასულიერო პირების შესამოსლები. ასევე დამსხვრეულია წმინდა ნიკოლოზის ხატის შუშა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქურდობა). საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ტაძრის გაქურდვისა და ტაძარში არსებული რელიგიური სიწმინდეების დაზიანების ფაქტს. ამასთან, დადებითად აფასებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ეფექტიანად აწარმოონ გამოძიება, ინციდენტში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით. ვინაიდან, ეკლესიიდან არა მარტო წაღებულია თანხა და ოქროს ნივთები, არამედ დაზიანებულია ტაძარში არსებული სიწმინდეები, მნიშვნელოვანია დადგინდეს, დანაშაული არის თუ არა ჩადენილი რელიგიური მოტივით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოცემულ საკითხთან დაკავშირებული შესწავლის შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები