ევროპის საინვესტიციო ბანკი თბილისში რეგიონულ ოფისს გახსნის

საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული ოფისი გაიხსნება – ამის შესახებ . ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა, ვილჰელმ მოლტერერმა განაცხადა. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ქ. ვაშინგტონში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს ვილჰელმ მოლტერერს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკის მხრიდან სწორედ თბილისიდან მოხდება რეგიონული პროექტების განხორციელება.
„რეგიონული ოფისის გახსნით, შესაძლებელი იქნება EIB-ის გააქტიურება საინვესტიციო პროექტების დაფინანსების კუთხით როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და ქვეყნის დახმარების გაგრძელების სამომავლო პერსპექტივა განიხილეს.
ევროპის საინვესტიციო ბანკი მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებს ახორციელებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა წყლისა და საგზაო ინფრასტრუქტურა, ენერგოსექტორი, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და განათლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები