ლევან მაჭავარიანი: ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, იდენტობით გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა

“ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით და კეთილდღეობით, ჩვენი იდენტობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

მისივე თქმით, ყველაზე მთავარი იდენტობის შენარჩუნებაა, რასაც “ქართული ოცნება” წლებია ახერხებს.

„ქვეყნის მავნებლები და უსამშობლოები საქართველოს წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც მყარად ვდგავართ და ყველანაირ წარმატებას ვაღწევთ. ევროკავშირის გაცხადებული პოზიციის თანახმად, რომ 2030 წელს მისი გაფართოება მოხდება, ამ დროისთვის საქართველო ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს შორის. ჩვენ ყველა ძირითადი მონაცემით უკვე ვასწრებთ კანდიდატ ქვეყნებს და მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გვიწინასწარმეტყველა, რომ ის უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, რაც ბოლო წლებია, გვაქვს, 2030 წლის ჩათვლით გაგრძელდება და დიდი ალბათობით, საქართველო მაღალ შემოსავლიანი ქვეყნების რანგში გადავა. შესაბამისად, ჩვენ ყველაზე მომზადებული ვიქნებით და ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით და კეთილდღეობით, ჩვენი იდენტობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და იდენტობა შევინარჩუნოთ, რასაც „ქართული ოცნება“ წლებია, ვახერხებთ და ყოველთვის ვიქნებით ქვეყანაში ამის გარანტი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები