ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკავშირს ოპოზიციისა და გარკვეული გარე პოლიტიკური წრეების მავნე ნარატივზე უარი თავიდანვე უნდა ეთქვა

„ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების არალეგიტიმურობაზე ხმამაღალი განცხადებების გარდა არაფერი მოგვისმენია მაშინ, როცა ეუთო/ოდირმა დაადასტურეს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და შედგა, „– ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირს ოპოზიციისა და გარკვეული გარე პოლიტიკური წრეების მავნე ნარატივზე უარი თავიდანვე უნდა ეთქვა, რაც ექვსი თვეა გრძელდება.

„ამ მდგომარეობიდან რაც მალე გამოვლენ და რეალურ თანამშრომლობას დაიწყებენ, ეს მით უფრო კარგი იქნება ევროკავშირისთვისაც და საქართველოსთვისაც. ამიტომ, ნელ-ნელა თუ ამ მიმართულებით მოძრაობას დაიწყებენ, ამას მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლებამ“ ინტერვიუ გაავრცელა გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, მარტა კოსთან. ინტერვიუში მარტა კოსმა არ გამორიცხა კონტაქტების აღდგენა „ქართულ ოცნებასთან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები