გია ვოლსკი: ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა ეკუთვნოდა და ვუთხარით კიდეც

“ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა ეკუთვნოდა და ვუთხარით კიდეც. შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული, ახალგაზრდა კაცია და მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში თუ არა, გარკვეული დროის შემდეგ იგი პოლიტიკაში ვიხილოთ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის პოსტიდან გადადგომასა და პოლიტიკიდან წასვლას.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ყრილობა მალე ჩატარდება.

„ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა ეკუთვნოდა და ვუთხარით კიდეც. დღესაც კიდევ ერთხელ, დავადასტურებთ იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არამარტო ღირსეული ადამიანი, ქართველი და მეოჯახეა, არამედ მაღალი დონის სპეციალისტი და თავისი საკითხების ექსპერტია. შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული, ახალგაზრდა კაცია და მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში თუ არა, გარკვეული დროის შემდეგ იგი პოლიტიკაში ვიხილოთ. სულ მალე იქნება ყრილობა და, რა საკვირველია იქ შესაბამის განცხადებებს მოისმენთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები