ზურა აბაშიძე ფიქრობს, რომ 19 წლის ახალგაზრდის გატაცებაში შესაძლოა ნაციონალები ფიგურირებდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე ფიქრობს, რომ შესაძლოა, 19 წლის ახალგაზრდის გატაცების საქმეში “ნაციონალური მოძრაობა” ფიგურირებდეს.
როგორც ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, მას ლოგიკურად მიაჩნია ის გარემოება, რომ ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები ვერ ეგუებიან თანამდებობის დატოვებას და ცდილობენ, ყოფილი ხელისუფლების დახმარებას.
„ლოგიკური მგონია, ახალაიას, მერაბიშვილის და სხვათა მეგობრები, რომლებიც აღარ არიან დასაქმებულები ძალოვან სტრუქტურებში, ცდილობდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები