ვლადიმერ ბოჟაძე: 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, ხოლო 2028 წელს საპარლამენტო არჩევნები – ქვეყანაში სხვა არჩევნების ჩატარება არ განიხილება

,,4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, ხოლო 2028 წელს საპარლამენტო არჩევნები. ქვეყანაში სხვა არჩევნების ჩატარება არ განიხილება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებისთვის მზადება იმის გამართლებით, რომ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდეს, ეს ოპოზიციას თავის მართლებად არ გამოადგება.

,,ოპოზიციას თუ უნდა, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის მოემზადოს, ეს ცუდი არ არის, თუმცა სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილებას ამ დრომდე ვერ იღებენ და გარედან დავალებების მიღებას ელოდებიან.

ამიტომ, არჩევნებისთვის მზადება იმის გამართლებით, რომ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდეს, ეს თავის მართლებად არ გამოადგებათ. ისინი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან. „ქართული ოცნება“ მზად არის, ისინი დაამარცხოს“, – განაცხადა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები