ვლადიმერ ბოჟაძე: ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს
„ფაქტობრივად იყო საუბარი რევოლუციურ სცენარზე, მათ შორის შეიარაღებულ ადამიანებზე – ის რაც ჩვენ ფაქტობრივად ვნახეთ დეკემბრის აქციების დროს,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ, რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა.
„არც ქართული სახელმწიფო და არც ქართველი ხალხი ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციის არ და ვერ დაუშვებს“, – აღნიშნა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი რუსი „პრანკერების“ მახეში გაებნენ. რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს. გადაცემაში ჩანაწერის ნაწყვეტები გავიდა.
სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილის გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ.
ნანუაშვილმა საუბრისას აღიარა, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონის გამო დაფინანსება უცხოეთიდან გართულებულია.