მარინა შენგელია: ოპოზიცია ნოკდაუნშია, შოკშია – აზრზე როდის მოვა არავინ იცის
,,ოპოზიცია ნოკდაუნშია, შოკშია… აზრზე როდის მოვა არავინ იცის”,- ამის შესახებ ექსპერტი მარინა შენგელია აცხადებს.
,,ეუთოს გენმდივნის საქართველოში ვიზიტმა, და შეხვედრებმა ხელისუფლებასთან, იქით ვიცე პრემიერის დავითაშვილის ვიზიტი ამერიკაში სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებმა აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს, გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა, მერე კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა. ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია. აი ამის მერე ოპოზიცია ნოკდაუნშია,შოკშია… აზრზე როდის მოვა არავინ იცის”, – ამბობს ექსპერტი.