“სალომე ზურაბიშვილს ჩანაწერში წამოსცდა, რომ ქვეყანაში მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელიაო და თანხები ამისთვის სჭირდებოდათ” – არჩილ გორდულაძე

“სალომე ზურაბიშვილს ჩანაწერში წამოსცდა, რომ ქვეყანაში მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელია და თანხები ამისთვის სჭირდებოდათ. უჩა ნანუაშვილის სიტყვებიც იყო ძალადობრივ ჯგუფებზე, კეთილი ინებონ და პასუხი გასცენ, უცხო ძალებისგან მიღებული თანხები რას უნდა მოხმარებოდა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„ქურდს ქუდი ეწვისო“ – მეტი არაფერი შეგვიძლია, ვთქვათ. „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები როდესაც ვსაუბრობდით, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული ადამიანები უცხო ძალის დაკრულზე ცეკვავენ, ეს ყველაფერი, მათ შორის ვიდეოებითაც დაადასტურეს, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც უცხოელებს თანხებს სთხოვენ, რათა შემდეგ ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოაწყონ. მათ შორის სალომე ზურაბიშვილსაც იმ ჩანაწერში წამოსცდა, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელია და თანხები ამისთვის სჭირდებოდათ. უჩა ნანუაშვილის სიტყვებიც იყო ძალადობრივ ჯგუფებზე, რომლებიც სხვადასხვა ადგილას იყო მობილიზებული. ამ ადამიანების მიმართ კითხვები არსებობს, კეთილი უნდა ინებონ და საზოგადოებას პასუხი გასცენ, ამ თანხებს საიდან იღებდნენ და რატომ უნდოდათ უცხოეთიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან და უცხო ძალებისგან თანხების მიღება, ეს ყველაფერი რას უნდა მოხმარებოდა.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უცხოური დონორების მიერ ჩვენს ქვეყანაში ფინანსდებიან პირები, მათ შორის კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირ დაკავშირებული ადამიანები და მათი წევრები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არეულობას აწყობენ. ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობები აქვთ და ამაზე დონორებს პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დიახ, უცხოური თანხები ჩვენს ქვეყანაში გამოიყენება ან უნდათ, რომ გამოყენებული იყოს არეულობის მოსაწყობად, მათ შორის ეკონომიკური ჩამოშლისთვის, რომ შემდეგ შეძლონ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და აგენტები ხელისუფლებაში მოიყვანონ. ეს იმის მაგალითია, როგორ შეიძლება, ადამიანმა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება მისცეს“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, რუსი პრანკერები ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ყოფილ ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილს დაუკავშირდნენ და გაეცნენ, როგორც გარი კასპაროვის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები