“როდესაც ჩვენ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება-გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოგვრჩეს, რა ფორმა მისცეს მათ კორუფციას” – მაჭავარიანი

“როდესაც ჩვენ ამ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება-გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვისა, ტელევიზიების მითვისებისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოგვრჩეს, რა ფორმა მისცეს კორუფციას”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განუცხადა.

„ისინი ამაყობდნენ იმით, რომ კორუფცია დავამარცხეთ საქართველოშიო. ქვედა დონეზე და წვრილი კორუფცია დამარცხებული იყო, თუმცა, ეს ყველაფერი გადაიზარდა მყისიერად ე.წ. ელიტურ კორუფციაში“, – აღნიშნა  მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები