“არაერთხელ ვნახეთ, რომ გერმანიის ელჩი პირდაპირ ჩაეწერა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებში, ეს სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ ფაქტია” – მაჭარაშვილი

“არაერთხელ ვნახეთ, რომ გერმანიის ელჩი პირდაპირ ჩაეწერა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებში, ეს სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ ფაქტია”, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა,  გურამ მაჭარაშვილმა გერმანიის ელჩთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ელჩი კი არა, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყო, ელემენტარულად ჯერ ადამიანი უნდა იყო და შემდეგ უნდა იყო ან გერმანელი, ან ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენელი. როცა უყურებ, ორ თვეზე მეტია ჩვენთან კომისიაში ის ადამიანები მოდიან, ვინც გადაურჩა სიკვდილს, მათ შორის ადეიშვილის მიერ შექმნილი რეჟიმის სიკვდილს და ზოგი ან ფიზიკურად არის დაზიანებული, ან ქონება წართმეული და ასევე დაზიანებული, ან საპატიმროებში და საწამებლებში გამოვლილი და ა.შ. ეს არის მოცემულობა იმ გერმანიის ელჩის განცხადებაზე, რომელიც, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან კარგად ჩაეწერა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აქტივისტებში“, – აღნიშნა  მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები