ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიცია ელოდება გარედან გადაწყვეტილებებს, რა დავალებებს მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით
„რადიკალური ოპოზიცია დღემდე გაურკვევლობაშია, რადგან გადაწყვეტილებებს გარედან ელოდება,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კიდევ ერთხელ სთხოვენ ქართველ ამომრჩევლებს მხარდაჭერას
„ოპოზიცია ელოდება გარედან გადაწყვეტილებებს, რა დავალებებს მიიღებენ ისინი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით, ამიტომაც არიან ისინი დღემდე გაურკვევლობაში, თუმცა იცით, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
მზად ვართ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ქართველ ამომრჩევლებს მხარდაჭერა 64-ე მუნიციპალიტეტში, მოვიგოთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნები. მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიცია, ცალკე მიიღებენ, ერთად მიიღებენ ამას ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ 4 ოქტომბერსაც ისევე გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად, როგორც გავიმარჯვეთ 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ბოჟაძემ.