გურამ მაჭარაშვილი: ყველამ საჯაროდ იცის უკვე, რომ ხოშტარია ფინანსდება რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან

„ყველამ საჯაროდ იცის უკვე, რომ ხოშტარია ფინანსდება რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან,“- ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა რუსეთიდან ხოშტარიების ოჯახისთვის ჩარიცხულ მორიგ ტრანშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვის ნიშნები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ასხამს ხოლმე წყალს რუსეთის წისქვილზე.

„ყველამ საჯაროდ იცის უკვე, რომ ხოშტარია ფინანსდება რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან და ამ ფულს ძირითადად ხარჯავს, რა თქმა უნდა, თავისთვისაც, მაგრამ იმ შეიარაღებისთვის, რომლითაც მერე ძალადობრივ აქციებს აწარმოებს. კითხვის ნიშნები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ასხამს ხოლმე წყალს რუსეთის წისქვილზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ხოშტარიების საბანკო ანგარიშზე რუსეთიდან გაზრდილი ტრანში განხორციელდა. ე.წ. პროევროპელების მიერ გაჭრილი ხაზი ჩრდილოეთის ხაზინისკენ, დაფინანსების შევსების მორიგი წყაროა. აპრილში თანხამ 250 ათასამდე დოლარი შეადგინა. ხოშტარიების ოჯახი ისევ დუმს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები