თბილისის სატრანსპორტო კომპანია: თბილისის მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მომსახურება განაახლა
„თბილისის მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მომსახურება განაახლა,“- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
შეგახსენებთ რომ ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ ემსახურებოდა მგზავრებს.