დავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ალუდა ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე

„ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე,“- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრის ალუდა ღუდუშაურის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში.

„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ. ვითომ აღშფოთებული რიგითი მოქალაქე, სინამდვილეში ჩვეულებრივი რიგითი ნაცები. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმის თუ რა რეჟიმი იყო 2012 წლამდე და დღეს ამ ყველაფერს სახელმწიფოს მხრიდან, რომ ვეღარ ახერხებენ , ხელში იარაღი, რომ ვერ უჭირავთ, ციხეებში, რომ ვერ ამწყვდევენ ხალხს და ა.შ. ამ ყველაფერს ცდილობენ ქუჩიდან ასეთი ფაშისტური მეთოდებით განახორციელონ. უნდა დასრულდეს ეს ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში. და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ამოიწურება ის რესურსი, რაც ამ სიძულვილს ახასიათებს, პირდაპირ „ნაცებიდან“, რაც მომდინარეობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის წევრს ალუდა ღუდუშაურს ორგანიზაცია „სირცხვილია“-ს წევრი მიეჭრა, ვიდეო გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები