ზურაბ ქადაგიძე – პიტერ ფიშერს: ვინც აღიარებული კრიმინალი და დასასჯელია, მაგალითად, ადეიშვილი, იმას ლოჟაში სვამთ, ხოლო ვინც თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს არ აღიარებს, იმათ ასანქცირებთ?!

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, რომ „არ სურთ ადამიანის უფლებების დამრღვევები მათ ქვეყანაში ჩავიდნენ“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბ ქადაგიძე ორმაგ სტანდარტზე აკეთებს აქცენტს.

„ბატონო ფიშერ, თქვენთან ადამიანის უფლებები რა ღირს?!

P.S. საქართველოში არაერთ საქმეზე ნასამართლევ, ადამიანის უფლებების დამრღვევ და ნაციონალური ტერორის შემქმნელ ადეიშვილს რომ დაასეირნებდით ბუნდესტაგში, ეგ ამბავი როგორაა?!

ვინც აღიარებული კრიმინალი და დასასჯელია, იმას ლოჟაში სვამთ, ხოლო ვინც თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს არ აღიარებს, იმათ ასანქცირებთ?!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები