POSTV”- ის ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოში დაბა ნასაკირალის მაჟორიტარ დეპუტატს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ბესიკ ქათამაძეს, თანაპარტიელი ბონდო თედორაძე და მეგობარი, არჩილ ჯაფარიძე, ფიზიკურად გაუსწორდნენ
“POSTV”- ის ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოში, დაბა ნასაკირალის მაჟორიტარ დეპუტატს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ბესიკ ქათამაძეს, თანაპარტიელი ბონდო თედორაძე და მეგობარი, არჩილ ჯაფარიძე, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მათივე ცნობით, ცნობილი ხდება დაპირისპირების დეტალებიც – ირკვევა, რომ “ნაციონალური მოძრაობის”, ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბონდო თედორაძემ და პარტიის წევრმა-გოგიტა სოლომონიძემ, ქათამაძე ბათუმში, შეხვედრაზე დაიბარეს, სადაც ასევე იმყოფებოდა არჩილ ჯაფარიძე.
ჯაფარიძე და თედორაძე ფიზიკურად გაუსწორდნენ ბესიკ ქათამაძეს და საკმაოდ მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.
“POSTV” – ისთვის ცნობილი ხდება დაპირისპირების მიზეზიც: ირკვევა, რომ ქათამაძეს, ჯაფარიძის ყოფილ მეუღლესთან, პირადი მიმოწერა და დაახლოების მცდელობა ჰქონდა, რის შესახებაც ჯაფარიძემ შეიტყო, რასაც ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.