ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის თავდასხმებს ღაზაზე, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა,- ინფორმაციას aljazeera აქვეყნებს.
მედიის ცნობით, კონფლიქტის ზონაში ისრაელის ძალები სახმელეთო რეიდებს ატარებენ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თქმით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა “ჰამასთან”, 500 000-ზე მეტ ადამიანს იძულებით მოუწია საცხოვრებელი ადგილის დატოვება.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ისრაელის “შიმშილობის პოლიტიკა” ოფიციალურია და ის გაგრძელდება. ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას არ დაუშვებს.