ღონისძიებას ცნობილი ენათმეცნიერები და 1978 წლის 14 აპრილის  თანამონაწილეები  გიორგი გოგოლაშვილი და ავთანდილ არაბული ესწრებოდნენ.  მათ სახელმწიფო ენის მნიშვნელობასა და ჟვანიას სკოლის, როგორც საქვეყნოდ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დაწესებულების როლზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი – „რამდენად კარგად ვიცნობთ ქართულ ენას”, რომელშიც სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებულებს დიპლომები და სკოლის სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ.  ასევე, სახელმწიფო ენის სწავლებისა და მისი გავრცელების საქმეში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის სკოლის ტრენერებიც დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ასევე, ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ცნობილი საზოგადო სახეები.