საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ შიდა ფრნების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისს ნიშნავს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 17 და 22 აპრილს შემდეგი განრიგით შესრულდება:
17 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა- 13:15 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა -14:45 საათზე.
17 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური, გაფრენა – 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 17:45 საათზე.
22 აპრილი: ნატახტარი -მესტია, გაფრენა – 13:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი გაფრენა – 14:45 საათზე.
22 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური, გაფრენა – 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 17:45 საათზე;
შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთის ფასი- 90 ლარს შეადგენს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილების მგზავრობა უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets