ტრამპის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, ჩინურ იმპორტზე ახალი ტარიფი 245%-მდე გამოაცხადოს, რაც სავაჭრო დაძაბულობას ზრდის,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
“აშშ-სა და ჩინეთის ორმხრივი ტარიფები უკვე 100%-ს აჭარბებს, მაგრამ ეს არ არის ვაშინგტონის მხრიდან ტარიფების ზრდის დასასრული. პრეზიდენტმა ტრამპმა დააწესა 10%-იანი ტარიფი ყველა ქვეყანაზე და ინდივიდუალურად დააწესა საპასუხო, უფრო მაღალი ტარიფები იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც აშშ-ს ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს, რათა გაათანაბროს “სათამაშო მოედანი” და დაიცვას ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მათი მონაცემებით, 75-ზე მეტმა ქვეყანამ უკვე მიმართა ვაშინგტონს ახალი სავაჭრო შეთანხმებების განხილვის წინადადებით.
„შედეგად, ამ დისკუსიების ფონზე, ამჟამად შეჩერებულია ინდივიდუალური უმაღლესი ტარიფები, გარდა ჩინეთისა, რომელმაც საპასუხო ნაბიჯი გადადგა. ჩინეთს ახლა აშშ-ში იმპორტზე 245%-მდე ტარიფი ემუქრება მისი საპასუხო ქმედებების შედეგად“, – ნათქვამია განცხადებაში.