რატი იონათამიშვილი ჩორჩანას საგუშაგოზე: გახარიამ ფაქტობრივად აღიარა, რომ ეს იყო პროვოკაცია, გადადგმული მისი მხრიდან და ამ პროვოკაციას ჰქონდა კონკრეტული მიზნები, რაც მდგომარეობდა შემდგომ კონფლიქტის, მათ შორის შეიარაღებული კონფლიქტის გამოწვევაში

„გახარიამ ფაქტობრივად აღიარა, რომ ეს იყო პროვოკაცია, გადადგმული მისი მხრიდან”,- ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გიორგი გახარიას მიერ ჩორჩანას საგუშაგოს აგების თაობაზე ჟურნალისტის შეკითხვას.

როგორც მან აღნიშნა, გახარიამ ფაქტობრივად აღიარა, რომ ამ პროვოკაციას ჰქონდა კონკრეტული მიზნები.

„გახარიამ ფაქტობრივად აღიარა, რომ ეს იყო პროვოკაცია, გადადგმული მისი მხრიდან და ამ პროვოკაციას ჰქონდა კონკრეტული მიზნები, რაც მდგომარეობდა შემდგომ კონფლიქტის, მათ შორის შეიარაღებული კონფლიქტის გამოწვევაში და ცხადია ამ პროვოკაციის უკან იდგა კონკრეტული დავალებები, რომლის შესრულებასაც ეს ადამიანი ლამობდა და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ მიუხედავად ასეთი მზაკვრული გეგმისა, გამოვედით აქედან მინიმალური ზიანით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები