“ოპოზიცია რა დღეშიც არის, ლოგიკურია, მათ „დიფ სთეითის“ დავალებების შემსრულებლად სალომე ზურაბიშვილი არ გამოადგათ” – მაჭავარიანი

“ოპოზიცია რა დღეშიც არის, ლოგიკურია, მათ „დიფ სთეითის“ დავალებების შემსრულებლად სალომე ზურაბიშვილი არ გამოადგათ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მოშორებაზეა გადასული.

„ნიკა გვარამიას ზურაბიშვილი როგორ სძულს, ეს ვიცით. ვიდრე ახალი ინსტრუქციები არ წამოვა, ერთმანეთის კბენის რეჟიმში იქნებიან. როცა ინსტრუქცია იქნება, რომ სუფრის სათავეში ზურაბიშვილი უნდა დაჯდეს, ამას ასე იზამენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები