ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში 1600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობისათვის, 329 საჯარო და კერძო სკოლის 1600-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, ღონისძიების ნახევარფინალური ეტაპი და ფინალი ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ პრინციპით მაისში გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობენ VIII-XII კლასის მოსწავლეები. თითოეული სკოლა წარმოდგენილია 5-წევრიანი გუნდით. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან და სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან.

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტს „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესება და მათი ცნობიერების ამაღლებაა.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2025-1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები