გივი მიქანაძე: 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან ყველა უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატზე აღდგება და სავალდებულო იქნება ქართული ენის სწავლება

„2005 წელს მაშინდელი განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობის ზეპირსიტყვიერი მითითებით, უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო პროგრამიდან მიზანმიმართულად ამოღებულ იქნა ქართული ენის, როგორც სავალდებულო საგნის სწავლება,“ – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში საჯარო სკოლებში შემცირდა ქართული ენის სწავლების საათები, ხოლო ბაკალავრიატზე მთლიანად ამოღებული იყო სავალდებულო პროგრამიდან ქართული ენის სწავლება.

„იმ პერიოდში გაუქმდა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის შესაბამისი კომისია, პარლამენტში გაუქმდა ქართული ენის ქვეკომიტეტი, გაუქმდა ენის პალატა, საჯარო სკოლებში შემცირდა ქართული ენის სწავლების საათები, ხოლო ბაკალავრიატზე მთლიანად ამოიღეს სავალდებულო პროგრამიდან ქართული ენის სწავლება.

კომიტეტი უახლოეს დღეებში დააინიციირებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც საქართველოში შესაბამის კანონებში იქნება შეტანილი ცვლილებები და 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან ყველა უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატზე აღდგება და სავალდებულო იქნება ქართული ენის სწავლება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები