“ქართულ რეალობაში გასაზიარებელია მნიშვნელოვანი ევროპული პრაქტიკა, რომელიც დანაშაულებრივი პარტიების გაუქმებას ნიშნავს” – მათიკაშვილი

“ქართულ რეალობაში გასაზიარებელია მნიშვნელოვანი ევროპული პრაქტიკა, რომელიც დანაშაულებრივი პარტიების გაუქმებას ნიშნავს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

“ევროპული მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რომელიც დანაშაულებრივი პარტიების გაუქმებას ნიშნავს, რა თქმა უნდა, არის გასაზიარებელი ქართულ რეალობაში. როგორც საგამოძიებო კომისიის ქმედებით, ასევე არაერთი ფაქტით, პირდაპირ შეგვიძლია დადასტურებულად მივიჩნიოთ ის, რომ, მაგალითად, რეალურად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დანაშაულებრივ სინდიკატს წარმოადგენს და გადაწყვეტილებას იმის შესახებ, უნდა გაუქმდეს თუ არა კონკრეტული პოლიტიკური პარტია, ცხადია, მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო”, – განმარტავს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები