დავით მათიკაშვილი: გრანტების გაცემას არ ვკრძალავთ, უბრალოდ შემოწმდება მათი მიზნობრიობა

,,ჩვენ გრანტების გაცემას არ ვკრძალავთ, რა თქმა უნდა გრანტები ისევ გაიცემა, უბრალოდ შემოწმდება მათი მიზნობრიობა”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად, ე.წ. გრანტები
რადიკალიზმის გაღვივებისთვის გაცემულ თანხას წარმოადგენს.

„ვითომდა საჩუქრად მიღებული თანხები, ეგრეთ წოდებული გრანტები, სინამდვილეში, ძალიან ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს არა კეთილშობილური მიზნით გაცემულ სახსრებს, არამედ დესტრუქციის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის გაცემულ თანხას. რა თქმა უნდა, ამის პრევენცია უნდა მოხდეს. ბუნებრივია, ჩვენ გრანტების გაცემას არ ვკრძალავთ, რა თქმა უნდა გრანტები ისევ გაიცემა, უბრალოდ შემოწმდება მათი მიზნობრიობა და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდება კონკრეტული პირის მიერ გრანტის გაცემაც და მიღებაც“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უცხოური გრანტების გაცემის წესს შეცვლის, პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები