“წინა წლებთან შედარებით, “წითელას” შემთხვევათა მატება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა” – ივანე ჩხაიძე

“წინა წლებთან შედარებით, [წითელას შემთხვევების] მატება არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს.

მისი განმარტებით, ყველა გამოტოვებული ვაქცინა რისკის შემცველია არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ რისკის შემცველია ოჯახში მყოფი ასაკიანი ადამიანებისა და განსაკუთრებით ორსულებისთვის.

“ენცეფალიტი, გულის დაზიანება, ფილტვების ანთება, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა თავის ტვინის დაზიანების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც წითელას ინფიცირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს. ეს შეიძლება იყოს 5-10 წელი და სამწუხაროდ, როდესაც ეს გართულება – პანიცეპალიტი განვითარდება, ბავშვის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ შეიძლება ახლა, ამ პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით ჩვენს მოსახლეობას ვურჩიოთ”, – აცხადებს ჩხაიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები