დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრში მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.
სეს-ს ინფორმაციით, მართვის ცენტრის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ სააგენტოს სპეციალისტებთან და ჯგუფის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დეტალებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ სამუშაოებზე, რომლებიც ინტენსიური წამლობების დაწყებამდე უნდა ჩატარდეს.
„იწყება „მონიტორინგის ხაფანგების“, ფერომონიანი ხაფანგების და „მოიზიდე და გაანადგურე სადგურების“ განთავსება. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურებით. სპეციალიზებული ტექნიკა სრულად არის მობილიზებული“, – აღნიშნა ლაშა შალამბერიძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე წელსაც მასშტაბურად განახორციელებს. მავნებელთან საბრძოლველად მოსახლეობის აქტიური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია; შესაბამისად, სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობის ინფორმირებას აქტიურად გააგრძელებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დაამუშაონ ბაღები და აგროღონისძიებები სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით დაიწყონ.