ჭეიშვილი – გრანტების კანონში ცვლილებაზე: უცხოური დაფინანსების მიღებაზე თანხმობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ ეს თანხა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, ქართულ საქმეს მოხმარდება
“უცხოური დაფინანსების მიღებაზე თანხმობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ ეს თანხა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, ქართულ საქმეს მოხმარდება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს.
“ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას, რომელსაც მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაცია, აუცილებლად დასჭირდება საქართველოს მთავრობის თანხმობა, სხვა შემთხვევაში, გრანტს ვერ მიიღებენ. თანხმობა განისაზღვრება შემდეგში – თუ ეს თანხა იქნება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის განსაზღვრული და ქართულ საქმეს მოხმარდება, ამ შემთხვევაში, მიიღებს თანხმობას და არა ისე, როგორც აკეთებდა USAID-ი წლების განმავლობაში”, – ამბობს ჭეიშვილი.
იურიდიულ კომიტეტზე დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ გრანტების კანონში შესატან ცვლილებებს.
სიახლის მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის თანხმობა დასჭირდება.