“ნებისმიერი პირი, იქნება ეს გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, ვალდებული არიან გამოცხადდნენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წინაშე” – ირაკლი ჭეიშვილი

”ნებისმიერი პირი, იქნება ეს გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წინაშე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

„საგამოძიებო კომისია შექმნილია პარლამენტის მიერ და შესაბამისად, ნებისმიერი პირი, იქნება ეს გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, ვალდებულები არიან გამოცხადდნენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წინაშე. სხვა შემთხვევაში ნება სამართლებრივი ფორმები მიღებული. თუ რატომ არ ცხადდებიან, საზოგადოებისთვის ნათელია. არის კონკრეტული კითხვები, რომელსაც სვამს საგამოძიებო კომისია და მათ არ აქვთ პასუხები ამ კითხვებზე. აქედან გამომდინარე, ცდილობენ თავის არიდებას“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

პარლამენტში ხვალ დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, რომელზეც დაბარებულია გიორგი გახარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები