მაკა ბოჭორიშვილი BSEC-ის გენერალურ მდივანს შეხვდა
ანტალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანთან, ლაზარ კომანესკუსთან.
მხარეებმა ისაუბრეს BSEC-ის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და გამოწვევებზე. ხაზი გაესვა ორგანიზაციის როლს შავი ზღვის რეგიონში.
ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე.
საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის როლს, ასევე, რეგიონულ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს.
საუბარი შეეხო ასევე რეგიონულ თანამშრომლობას და მის მნიშვნელობას ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის.