მეუფე იაკობი 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე: ასეთი საქციელი არ შეიძლება – როდესაც შენი სახელით ასე მოქმედებენ, პოლიტიკური ძალა ხარ თუ ვინც ხარ იმის უკან, უნდა გამოხვიდე და უთხრა, რომ არ შეიძლება ასე, ეს ქართველობა არ არის

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი 9 აპრილს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

როგორც მეუფემ  აღნიშნა,  ყველას უნდა ჰქონდეს უფლება, თავისუფლად მიაგონ პატივი გმირებს.

„სულ რამდენიმე დღის წინ იყო ქართველებისთვის ძალიან დიდი დღე, 9 აპრილი იყო. უფლებას არ გვაძლევდნენ მისულიყავი იმ ადგილას, სადაც ჩვენმა გმირებმა თავი დადეს სამშობლოს თავისუფლებისთვის.

ასეთი საქციელი არ შეიძლება. როდესაც შენი სახელით ასე მოქმედებენ, პოლიტიკური ძალა ხარ თუ ვინც ხარ იმის უკან, უნდა გამოხვიდე და უთხრა, რომ არ შეიძლება ასე, ეს ქართველობა არ არის. ეს არ არის ადამიანობა. განა ადამიანი ხარ მაშინ, როდესაც სამძიმარზე მისულ ადამიანს არ უშვებ?“, – აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები