ვინ გახდა „ბერლინალეს“ გამარჯვებული?
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალ “ბერლინალეს” გამარჯვებული ჩინელი რეჟისორი ინანა დიაო გახდა.
ჯილდო მან თრილერისთვის – “შავი ნახშირი, თხელი ყინული” მიიღო. ფილმს კრიტიკოსები გამარჯვებას არ უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ნამუშევარმა ოქროს დათვი კიდევ ერთ ნომინაციაში – მამაკაცის საუკეთესო როლისთვის მიიღო. საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა ჰარუ კუროკი, რომელმაც ოქროს დათვი ფილმში “პატარა სახლი” შესრულებული როლისთვის მიიღო. ვერცხლის დათვი ფილმს “ბრმა მასაჟი” ხვდა წილად. 2014 წლის ბერლინალეს ყველაზე რეზონანსულ ფილმად ლარს ფონ ტრიერის “ნიმფომანი”ჟიურიმ ერთხმად აღიარა.