რუსეთთან სამი სცენარი არსებობს: ომი, საფრთხე ან ოკუპაცია – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

კიევში ვიზიტის დროს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ რუსეთის შეკავება აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ ომი რუსეთის ფედერაციასთან ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პოტენციური ოკუპაცია.

კესტუტის ბუდრისის თქმით, ნატოს ქვეყნების სადაზვერვო საზოგადოება მივიდა კონსენსუსამდე, რომ რუსეთი ნატოსთვის გრძელვადიან პირდაპირ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს.

“ამ შეფასებას ყველა საფუძველი აქვს. კერძოდ, ეს არის დაგეგმილი რუსული გეგმები და შესაძლებლობები, რომლებიც ნატოსთან ძალიან ახლოს უნდა იყოს განლაგებული. ისინი ამაში ინვესტიციას ანხორციელებენ ათწლეულების განმავლობაში და აშკარად ემზადებიან ნატოსთან გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის.

პუტინს სურს დომინირება ევროპაში. მას უნდა, რომ არც ლიეტუვა იყოს აყვავებული ქვეყანა”, – განაცხადა მინისტრმა.

ბადრისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე რეალური და გრძელვადიანია.

„რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს სამი ვარიანტი: ან ომი რუსეთთან, ან საფრთხე რუსეთისგან, ან ოკუპაცია. ამ უკანასკნელის თავიდან ასაცილებლად უნდა იყოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ შეძლოთ შეკავება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ აღმოჩნდებით ომის პოზიციაში“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები