დიმიტრი პესკოვი – რუსეთი არასდროს ყოფილა სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაფუჭების ინიციატორი

მოსკოვი აგრძელებს ვაშინგტონთან კონტაქტს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე – ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვი ამ განცხადებით თეთრი სახლის ხელმძღვანელის, დონალდ ტრამპის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნება, მზადაა რუსეთის ნავთობის ექსპორტზე მეორადი გადასახადები შემოიღოს.

„ჩვენ უკვე გუშინ, ფაქტობრივად, ვისაუბრეთ ამ თემაზე. განვაგრძობთ ჩვენს კონტაქტებს ამერიკულ მხარესთან. თემა ძალიან რთულია, სუბსტანცია, რომელსაც განვიხილავთ უკრაინის დარეგულირებასთან დაკავშირებით, ძალიან რთულია“, – აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის სპიკერმა დასძინა, რომ ასეთი დიალოგისთვის დამატებითი ძალისხმევაა საჭირო.

ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არასდროს ყოფილა სხვა ქვეყნებთან, მათ შორის მეზობლებთან ურთიერთობების გაფუჭების ინიციატორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები