EU მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის ტარიფებზე მკაცრი ზომები მიიღოს – ურსულა ფონ დერ ლაიენი 

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპას აშშ-ის ტარიფებზე საპასუხოდ ვარიანტების ფართო არჩევანი აქვს.

„საპასუხო ზომების მიღება არ გვსურს, მაგრამ თუ საჭირო იქნება ჩვენ საპასუხო ზომების ძლიერი გეგმა გვაქვს და ჩვენ მას გამოვიყენებთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, უმჯობესი იქნება, თუ მხარეები მოლაპარაკებას შეძლებენ.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის მიზანი ტარიფებთან დაკავშირებით პრობლემის მოლაპარაკებების გზით გადაჭრაა.

ფონ დერ ლაიენმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა უნდა მოახდინოს თავისი ვაჭრობის დივერსიფიკაცია და მოხსნას შიდა ბარიერები ტრანსსასაზღვრო ბიზნესისთვის მის ერთიან ბაზარზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები