ჩინეთმა ტაივანის გარშემო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩინელმა სამხედროებმა ტაივანის კუნძულის გარშემო მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნების დაწყების შესახებ განაცხადეს.

ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ერთობლივი წვრთნები საჰაერო, სახმელეთო და სარაკეტო ძალებს მოიცავს და „ტაივანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მკაცრ გაფრთხილებასა და ძლიერ შემაკავებელ საშუალებას“ წარმოადგენს.

როგორც მედია იუწყება, ჩინეთი ტაივანს საკუთარ ნაწილად აღიქვამს, რომლის აღებას საჭიროების შემთხვევაში ძალით შეძლებს, თუმცა ტაივანელების უმეტესობას კუნძულის ფაქტობრივი დამოუკიდებლობა სურს.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ჩინეთის სამხედრო აქტივობას ტაივანის მახლობლად. არ არსებობს გამართლება ჩინეთის უპასუხისმგებლო მუქარებისა და სამხედრო ზეწოლის ოპერაციებისთვის ტაივანის მახლობლად. აშშ გააგრძელებს ტაივანის მხარდაჭერას ჩინეთის სამხედრო, ეკონომიკური, ინფორმაციული და დიპლომატიური ზეწოლის კამპანიის პირობებში”,- აცხადებს აშშ-ის საელჩო ტაივანში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები