ვახტანგ ცაგარელმა, თემატური ახალგაზრდული ბანაკების განხორციელების მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს მოაწერა ხელი

ა(ა)იპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა.

ახალი თანამშრომლობის მიზანია, მხარეებს შორის არსებული რესურსისა და კომპეტენციის ფარგლებში, „თემატური ახალგაზრდული ბანაკების“ განხორციელების ხელშეწყობა.

მიმდინარე წელს თემატური ახალგაზრდული ბანაკები ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის და ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე, რვა ნაკადად, 1000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.

ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები