მოლდოვამ ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატი გააძევა
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად, მათ ქვეყანა უნდა დატოვონ.
„მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილება ეფუძნება ქმედებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება დიპლომატიურ სტატუსს მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ კიშინიოვის ქმედებები “უპასუხოდ არ დარჩება და მოჰყვება რუსული მხარის ადეკვატური და მკაცრი პასუხი”.
მისივე თქმით, რუსეთის საელჩო მოლდოვაში არ ერევა რესპუბლიკის შიდა საქმეებში.