ბათუმში ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

მიმდინარე წლის 29 – 30 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 30-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით.
საქველმოქმედო აქციით ისარგებლა სამსახურის 152-მა ბენეფიციარმა და მათ ოჯახის წევრმა.
ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 304 ოპტიკური სათვალე და 22 გლუკომეტრი.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი – კობა კობალაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი – ლევან ამირიძე, სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი – შოთა ყიფიანი, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – ვაჟა დალაქიშვილი და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.
მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 30_ე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 3506 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ ჩაუტარდათ კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური გამოკვლევები; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 5071 სათვალე;
ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება.
ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები