ისნის რაიონში დავითაიას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონის გამგეობამ თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და ბორდიური, ასევე, დამონტაჟდა განათების ახალი სისტემა და ლედ სანათები. 12 500 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი. მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მოეწყო გრუნტის დამჭერი კედელი.

პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 1 580 000 ლარით დაფინანსდა.

დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა, პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები