„გოდერძის თასი 2025“- აჭარის სამთო კურორტზე ტურნირი გაიმართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით, აჭარაში, სამთო კურორტ გოდერძიზე სათხილამურო ტურნირი „გოდერძის თასი 2025“ ჩატარდა.

ტურნირში ერთმანეთს მოყვარული მოთხილამურეები შეეჯიბრნენ, გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ, ტურნირთან დაკავშირებით, სამთო კურორტზე სხვადასხვა ტიპის აქტივობები მოაწყო, კურორტზე კვების სივრცე და ფოტო ზონა იყო წარმოდგენილი. ტურნირის მონაწილეთა განწყობაზე დიჯეიმ იზრუნა.

ღონისძიების მიზანია სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია, სეზონურობის გახანგრძლივება და შიდა ტურიზმის სტიმულირება.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები