სურამში, სკოლის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

სურამში, მეოთხე საჯარო სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი სკოლის სახურავზე გაჩნდა.

ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები