ბათუმში მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარია მოხდა.

ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ავტომობილის მძღოლი – ის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები