რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებები კონსტეუქციულად და შინაარსიანად შეაფასა

რუსეთისა და შეერთებული შტატების ექსპერტთა ჯგუფებს შორის,  რიადში გამართულ მოლაპარაკებებზე, ყველაზე სერიოზული პრობლემები განიხილება, – ამის შესახებ, რუსეთის დელეგაციის წევრმა სენატორმა გრიგორი კარასინმა განაცხადა.

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა მხარეებს შორის ურთიერთგაგება, კარასინმა უპასუხა:

“როგორ შეიძლება, ის არ იყოს, თუკი უკვე ამდენი ხანია, ვსხედვართ. სამი საათია, ვლაპარაკობთ უსერიოზულეს პრობლემებზე და ვაგრძელებთ ამ საუბარს“, – აღნიშნა კარასინმა.

უმეროვმა მოლაპარაკებები კონსტრუქციულად და შინაარსიანად შეაფასა. მისი თქმით, ძირითადად ენერგეტიკული სფეროს საკვანძო საკითხები განიხილეს.

რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების კონსულტაციები, ერ-რიადში, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები