“ბალტიის ქვეყნებს ალბათ დაავალეს, რომ, უსამშობლოების საშუალებით, ახალი დირექტივები გატარდეს, რათა აქაურ განულებულ აგენტურას პოლიტიკური საკენკი მისცენ” – კირცხალია

“ბალტიის ქვეყნებს ალბათ დაავალეს, რომ უსამშობლოების საშუალებით, ახალი დირექტივები გატარდეს, რათა აქაურ განულებულ აგენტურას პოლიტიკური საკენკი მისცენ”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.მისი თქმით, ბალტიის ქვეყნები უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ, ძალიან აქტიურები არიან – მოწოდებებით და ანტისამთავრობო აქციებზე გამოსვლებით გამოირჩევიან.”სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სტრუქტურებში წამყვან პოზიციებზე არიან და სირცხვილია, როცა ეს ქვეყნები საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობენ. რუსეთის ასეთი რა შიში აქვთ, ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან. რა შიშიც არ უნდა ჰქონდეთ, მათი ქმედებები, თუ განცხადებები რომელ მორალთან არის ახლოს? ამ ყველაფრის მერკანტილური მიზნებიც აშკარა და ნათელია. ომის შემდეგ ერთ-ერთი პირველი სავაჭრო პარტნიორები არიან რუსეთთან. განსაკუთრებით გამოვყოფდი ლატვიას, რომელსაც ღვინის კულტურა არ აქვს, მაგრამ ღვინის ექსპორტით ერთ-ერთი პირველები არიან რუსეთთან. მათი ყოფილი თანამდებობის პირის, კაია კალასის ოჯახის წევრის რუსეთთან ბიზნეს კავშირებზე არაფერს აღარ ვამბობ. როცა ასე უტიფრად საუბრობენ, ეს ამორალურია და თან, სულ მცირე, საწყენი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილისა და დაჯგუფებების ვიზიტს, ალბათ ამ ქვეყნებს დაავალეს, რომ აქ უსამშობლოების საშუალებით ახალი დირექტივები გატარდეს, რათა აქაურ განულებულ აგენტურას პოლიტიკური საკენკი მისცენ“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები