ლევან მახაშვილი – ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიტიკურ სივრცეში რელევანტურობა რაც დაკარგეს, ცდილობენ, თავი აღიდგინონ და ქართული პოლიტიკიდან არ დაიკარგონ
„მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიტიკურ სივრცეში რელევანტურობა დაკარგეს, ცდილობენ, თავი აღიდგინონ და ქართული პოლიტიკიდან არ დაიკარგონ,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ოპოზიციამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და ახლა პარლამენტს გარედან ცდილობენ არარსებული მექანიზმებით თავის დამკვიდრებას.
„ბოლო სამი თვის განმავლობაში ვნახეთ ამ ძალების გაერთიანების მცდელობა, მაგრამ მათ თუ ჰქონდათ სურვილი, პოლიტიკურ სივრცეში ყოფილიყვნენ და რეალური ინსტრუმენტები ჰქონოდათ, ამისთვის ყველაზე ეფექტიანი და კანონიერი გზა იყო პარლამენტში შემოსვლა, სადაც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად საპარლამენტო ინსტრუმენტებს გამოიყენებდნენ. დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს და ახლა გარედან არარსებული მექანიზმებით თავის დამკვიდრებას ცდილობენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.